ალბანური მედია - „ტორპედოსთან“ შეხვედრამდე „კუკესი“ ძირითადმა მეკარემ კონფლიქტის გამო დატოვა
„პანორამა სპორტის “ცნობით, ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქის რიგებში დაძაბული მდგომარეობაა. ალბანური გამოცემის ინფორმაციით, ევროპის ლიგის მატჩამდე ერთი დღით ადრე, „კეკესის“ მთავარმა მეკარემ, სტიმ ფლეშერმა გუნდი ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა.
„დღეს, „კუკესი“ ელბასანში გაემგზავრა, სადაც ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ მატჩის წინ ივარჯიშებს და ხვალ ევროპის ლიგის მატჩს გამართავს. გამგზავრებამდე მცირე ხნით ადრე, გუნდში რაღაც მოულოდნელი მოხდა. ავტობუსში არ იყო და გუნდთან ერთად არ უმგზავრია გუნდის მთავარ მეკარეს, სტივ ფრაშერს. კლუბში ამბობენ, რომ მიზეზი მეკარის ტრავმა გახდა. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ამბავი საიდუმლოებითაა მოცული. ხვალ კარში პირველივე წუთებიდან იქნება კოსოვოელი მეკარე, ფატონი მალოკუ, რომლისთვისაც ეს სადებიუტო შეხვედრა იქნება“, – წერს „პანორამა სპორტი“.
გამოცემის ინფორმაციით, გუნდთან ურთიერთობა თავდამსხმელ ბინო პლაკუსაც დაეძაბა.
„ჩემპიონთა ლიგაზე აზერბაიჯანულ „ყარაბახთან“ წაგების შემდეგ, გუნდი ბაქოს სასტუმროდან აეროპორტში ისე გაემგზავრა, რომ სებინო პლაკუ ავტობუსში არ იყო, შემდეგ კი თვითმფრინავსაც ვერ მიუსწრო – მან სხვა რეისით იმგზავრა და ტირანაში ექვსი საათის დაგვიანებით ჩაფრინდა. დისციპლინური დარღვევისთვის „კუკესის“ პრეზიდენტმა თავდამსხმელი 4 000 ევროთი დააჯარიმა, რაც მისი ყოველთვიური ხელფასია. ფეხბურთელის ადვოკატი საკითხს განიხილავს. მისი თქმით, პლაკუ გუნდს ბოლომდე ვერ შეეწყო და მოსალოდნელია, რომ თავდამსხმელი ევროპა ლიგის მატჩის შემდეგ „კუკესს“ დატოვებს და ყოფილ კლუბში, „კამზაში“ დაბრუნდება“, – წერს ალბანური გამოცემა.