ალბანური მედია - გულშემატკივრების შეტაკება ალბანეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ #1TVSPORT
ტირანას „აირ ალბანია არენაზე“, სადაც ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი 1:0 დაამარცხა, მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა, – ინფორმაციას ალბანური გამოცემა „ტელეგრაფი“ არვცელებს.
„შეხვედრის დასრულებას სტადიონის კიბეებზე ალბანელი გულშემატკივრებისა და სტუმართა მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ვითარების სტაბილიზაციისთვის ძალოვანი სტრუქტურების ჩარევა გახდა საჭირო.
ორივე გუნდის გულშემატკივრებმა ერთმანეთს პლასტმასის ბოთლები და ჭიქები დაუშინეს, თუმცა პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების სწრაფი ჩარევის შემდეგ ყველაფერი დაწყნარდა“, – წერს ალბანური გამოცემა.
თუმცა, ქართველ გულშემატკივრების ცნობით, რომლებიც იზოლირებულ ტრიბუნაზე განათავსეს, პლასტმასის და სხვა სახის ნივთები სწორედ მასპინძელთა ფანებმა ისროლეს და ტრიბუნიდან მშვიდად გასვლის შანსს არ აძლევდნენ.