ალბანური გამოცემა - „ტორპედო“ რთული მეტოქეა, მაგრამ „ტირანა“ მოგებით ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებს #1TVSPORT
ალბანური გამოცემა - „ტორპედო“ რთული მეტოქეა, მაგრამ „ტირანა“ მოგებით ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებს #1TVSPORT

ტირანა” ვალდებულია ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხოს და კონფერენს ლიგის მეორე ტურში გავიდეს, რადგან ამით ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს, – წერს ალბანური გამოცემა tpz.al.

„ხუთშაბათის საღამო ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქის დიდი კლუბის, „ტირანას“ მომავლისთვის. კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩის შედეგი მასზე პირდაპირ გავლენას მოახდენს. იმ ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში „ტირანამ“ განიცადა, კლუბისთვის შემდეგ ეტაპზე გასვლა სავალდებულოცაა.

თუ გუნდი ქუთაისის „ტორპედოს“ დაამარცხებს და კონფერენს ლიგის შემდეგ ტურში გავა, „ტირანა“ მიიღებს დაახლოებით 700,000 ევროს, რაც დიდი თანხაა და შეიძლება კიდევ გაიზარდოს. თუმცა, ჯერ კლუბმა ქართული ბარიერი უნდა გადალახოს.

ტირანასფიფა-მ სატრანსფერო ბანი დაადო. ეს არის პირველი სერიოზული მიზეზი, რომელიც აიძულებს გუნდს დაჟინებით განაგრძოს წინსვლა და მეტი შემოსავალი მიიღოს. „ტირანამ“ საქართველოში ფრედ 1:1 ითამაშა. იღბლის შემთხვევაში, ხუთშაბათს „ელბასან არენაზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ თუ დაამარცხებს, ეს კარგი ამბავი იქნება.

ამიტომ მოგების ეს დიდი შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული. ლურჯ-თეთრ ბანაკში ყველამ კარგად იცის ქართველებთან მატჩის მნიშვნელობა. მეტოქე კი მართლაც რთულია, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელი არ არის“, – წერს ალბანური გამოცემა.