ალბანეთმა უარი თქვა ერთა ლიგაზე რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე #1TVSPORT
ალბანელი სპორტსმენები არ მიიღებენ მონაწილეობას ტურნირებში რუს სპორტსმენებთან ერთად. ამის შესახებ განაცხადა ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლტა ჯაჩკამ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ალბანეთის საფეხბურთო ნაკრები არ აპირებს 2 ივნისს უეფა-ს ერთა ლიგაზე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს. მათი საპასუხო შეხვედრა 13 ივნისს არის დაგეგმილი.
„სანამ არ დასრულდება უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, ალბანეთი არ მიიღებს მონაწილეობას იმ სპორტულ ტურნირებში, რომელშიც რუსეთი იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა სააგენტო AP-თან კომენტარში ჯაჩკამ.
ერთა ლიგის მეორე დივიზიონის B ჯგუფში ალბანეთთან და რუსეთთან ერთად უნდა ითამაშონ ისლანდიამ და ისრაელმა.