ალბანეთის ნაკრების კაპიტანი - ვფიქრობ, რომ თბილისში მოგება დავიმსახურეთ #1TVSPORT
ალბანეთის ნაკრების კაპიტანი - ვფიქრობ, რომ თბილისში მოგება დავიმსახურეთ #1TVSPORT

არდიან ისმაილმა საქართველოსთან მატჩი შეაფასა, ალბანელი ფეხბურთელი ამაყობს, რომ ერთა ლიგაზე თბილისში მოგებულ მატჩში გუნდის კაპიტანი იყო.

„გამარჯვების გასაღები საკუთარი ძალების რწმენა გახლდათ. მოედანზე სამი ქულის მოსაპოვებლად გავედით და ვფიქრობ, რომ მოგება დავიმსახურეთ. ეს კი დიდი მოტივაციაა ნოემბრის მატჩებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იქნება.

მიმაჩნია, რომ საქართველოსთან მოგება ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ამბავია ჩემს ცხოვრებაში, რადგან გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გავიყვანე. რთულ ჯგუფში ვართ, რაც შედეგებზეც აისახა, მაგრამ ჩვენ ძლიერი და მებრძოლი გუნდი ვართ, რომელიც ვითარდება და წინ მიდის.

დიდი ნაკრებებიც აგებენ და ჩვენც არ ვართ გამონაკლისი. ტირანაში საქართველოსთან დამარცხება  მტკივნეული იყო, მაგრამ კარგად გვესმოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შესაძლებლობას ერთი წაგებით არ ვკარგავდით.

თბილისში მოგების შემდეგ პირველ ადგილზე გასვლის შანსი ისევ გაგვიჩნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნოემბერში მოტივირებული ვითამაშებთ, მით უმეტეს, რომ ჩეხეთსა და უკრაინას ტირანაში ვმასპინძლობთ და იმედი მაქვს, წარმატებულ სვლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ისმაილმა Super Sport-თან ინტერვიუში.