წაუგებელი სერია გრძელდება - საქართველოს ნაკრების ფრე ალბანეთში [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის მეორე ამხანაგურ მატჩი ალბანეთის ნაკრებთან გამართა და ტირანას „ეარ ალბანიაზე“ დაპირისპირება ფრედ დაასრულა – 0:0.

 

პირველ ნახევარში მეტოქეებმა თითო საგოლე მომენტი შექმნეს: 38-ე წუთზე ალბანელმა შემტევმა ჩეკიჩმა მომენტით ვერ ისარგებლა, ხოლო 42-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილის მიერ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზურიკო დავითაშვილმა არაზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმი ალბანელების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, რეალური საგოლე მომენტი საქართველოს ნაკრებმაც შექმნა – შანსი ვაკო ყაზაიშვილს ჰქონდა, რომლის დარტყმაც მიზანს ასცდა. საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა – „ჯვაროსნებმა“ მარტის ორი შეხვედრიდან ერთი მოიგეს (1:0), ერთიც ფრედ (0:0) დაასრულეს და გოლი არ გაუშვიათ.

საქართველოს ნაკრებმა წაუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდა: კოსოვოსთან 2:1, შვედეთთან 2:0, უზბეკეთთან 1:0, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 1:0…

ოფიციალურ შეხვედრას „ჯვაროსნები“ ივნისში ერთა ლიგის C დივიზიონში გამართავენ. პირველი მატჩი ჩვენს გუნდს 2 ივნისს ბიბრალტართან ელის.

ამხანაგური მატჩი


ალბანეთი-საქართველო 0:0


29.03. ტირანა. აირ ალბანია

ალბანეთი (3-5-2): სტრაკოშა – ისმაილი, კუმბულა, ჯიმშიტი – როში (77. ლენიანი), ჩექიჩი (66. ლაჩი), ასლანი, რამადანი (65. გიასულა), ჰისაი – ბროია (46. ჩიკალეში), მანაი (65. ვრიონი)

სათადარიგოები: ბერიშა, კასტრატი; ბაირამი, დოკა, ჰოჯჰალარი, პრენგა

მწვრთნელი: ედოარდო რეია

საქართველო (3-5-2): მამარდაშვილი – კვირკველია (66. კობახიძე), კაშია, დვალი – ჩაბრაძე (84. მამუჩაშვილი), აბურჯანია, კვეკვესკირი (76. გვილია), დავითაშვილი (76. მექვაბიშვილი), წიტაიშვილი – ყაზაიშვილი (84. ზივზივაძე), ვოლკოვი (66. ლობჟანიძე)

სათადარიგოები: ლორია, კუპატაძე; ბერიძე, გიორბელიძე, კაკაბაძე

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გაფრთხილება: ჩექიჩი (29), ჩაბრაძე (30), კვირკველია (51), ჰისაი (71), კვეკვესკირი (71), მამარდაშვილი (80)

არბიტრი: ნ. დაბანოვიჩი (მონტენეგრო)

სტატისტიკა