ალბანეთი და დანია ევრო 2024-ის რიგით მე-12 და მე-13 მონაწილეები გახდნენ #1TVSPORT
ალბანეთი და დანია ევრო 2024-ის რიგით მე-12 და მე-13 მონაწილეები გახდნენ #1TVSPORT

მიმდინარეობს ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის მეცხრე ტური. პარასკევის მატჩების შემდეგ ფინალურ ეტაპზე მოხვდნენ დანია და ალბანეთი, რის შემდეგაც ცნობილია საგაისო ევროპის ჩემპიონატის 13 მონაწილე:

გერმანია (მასპინძელი)

ბელგია

საფრანგეთი

პორტუგალია

ესპანეთი

შოტლანდია

თურქეთი

ავსტრია

ინგლისი

უნგრეთი

სლოვაკეთი

დანია

ალბანეთი

ნოემბრის მატჩების შემდეგ ცნობილი იქნება ფინალური ტურნირის 21 მონაწილე. დარჩენილი სამი ფინალისტი 2024 წლის მარტში ერთა ლიგის პლეი ოფის შემდეგ გაირკვევა – ნახევარფინალები 21 მარტს გაიმართება, ფინალები – 26 მარტს.

ევრო 2024-ის ფინალური ტურნირის წილისყრას 2 დეკემბერს ჰამბურგი უმასპინძლებს. ცერემონია თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.