მიუხედავად იმისა, რომ უეფა-მ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს ნაკრებთან თამაშის დროს მომხდარი ინციდენტისთვის დასაჯა (ტირანაში ალბანელმა გულშემატკივრებმა ჩვენს ჰიმნის დროს სტვენა დაიწყეს), მათ იგივე სასჯელი ჩეხებთან მატჩის შემდეგაც ელით.
ალბანელი გულშემატკივრები16 ნოემბერს ერთა ლიგაზე ჩეხეთთან შეხვედრის დროსაც ასე მოიქცნენ და სტუმართა ჰიმნის დემონსტრაციულ იგნორირებასთან ერთად, სტუმართა დროშაც დაწვეს – ამის შესახებ ჩეხური გამოცემაBlesk წერს.
„ჩეხი გულშემატკივრების დიდი ნაწილი მატჩის წინ ალბანელებს სტადიონთან მდებარე პაბში შეხვდნენ. მაგიდებზე უპირატესობა ალბანელებს ჰქონდათ, მაგრამ ჩუმად იყვნენ და მხოლოდ რამდენიმეჯერ წაიმღერეს. მატჩის დროს ასე აღარ მოხდა. ეს ალბანური ჯოჯოხეთი იყო!
„გვიქომაგეთ, მაგრამ პატივი ეცით ჩეხეთის ჰიმნს“, – მიმართა ალბანელთა მცველმა აჯეტმა გულშემატკივრებს მატჩის წინა დღეს, მაგრამ ამ მოწოდებამ არ გაამართლა. ალბანელი გულშემატკივრები ერთა ლიგის მატჩებზე ჰიმნის დროს ყველა მეტოქეს უსტვენდნენ. გამონაკლისი არც ჩეხეთის ნაკრებთან მატჩი იყო.
მრისხანების ტალღამ სტადიონის ტრიბუნებს პირველად მაშინ გადაუარა, როცა მოედანზე ჩეხები გასახურებლად შევიდნენ. ემოციებმა მიაღწია პიკს ჩეხეთის ჰიმნის შესრულების დროს, ასევე სოუფალი კუთხურის შესრულებას რომ აპირებდა. გულშემატკივრებმა მინდორზე საგნები დაუშინეს. რეაქცია მოჰყვა, ორგანიზატორებმა მოედნის გვერდითი სივრცეები საიმედოდ შემოფარგლეს.
მატჩის წინ, ტირანის ქუჩებში შეუფერებელი ამბავი მოხდა. ალბანელებმა ქუჩებში ჩეხეთის დროშაც დაწვეს. არ არის გამორიცხული, ეს პროვოკაცია შურისძიება ყოფილიყო. ჩეხმა გულშემატკივრებმა ოქტომბერში ლეტნაში გამართულ მატჩში ალბანეთის დროშა გადახაზეს და კოსოვოს რუკაზე სერბეთის დროშები გამოსახეს“, – წერს ჩეხური გამოცემა.