ალაბამ „სიტის“ წინადადება უარყო და „რეალში“ ან „ბარსელონაში“ გადასვლა სურს
მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი დავიდ ალაბა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას აპირებს გერმანული კლუბის დატოვებას, – იტყობინება გაზეთი „ბილდი“.
წყაროს ცნობით, 27 წლის ავსტრიელმა უარყო „მანჩესტერ სიტის“ წინადადება და „რეალში“ ან „ბარსელონაში“ სურს გადასვლა, რომლებიც დაინტერესებულები არიან ფეხბურთელით. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ალაბამ თანამშრომლობა დაიწყო ცნობილ აგენტთან პინი ზაჰავისთან.
2019-20 წლების სეზონში ალაბამ „ბაიერნში“ 28 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, დააგროვა გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა. მისი სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონ ევროს შეადგენს. ავსტრიელის მოქმედი კონტრაქტი მიუნხენელებთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.