ალაბა „ბარსელონაში“ გადასვლას გეგმავს
ალაბა „ბარსელონაში“ გადასვლას გეგმავს

მიუნხენის „ბაიერნის“ განაპირა მცველს, დავიდ ალაბას „ბარსელონაში“ სურს კარიერის გაგრძელება.

ადრე პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ 28 წლის ფეხბურთელი ვერ ახერხებს გერმანიის ჩემპიონთან მოლაპარაკებას კონტრაქტის გაგრძელებაზე. მიზეზი ხელფასთან დაკავშირებული უთანხმოებაა. ალაბას წელიწადში 20 მილიონი ევროს მიღება სურს.

ავსტრიელს „ბარსელონა“ იმ კლუბად მიაჩნია, რომელსაც მისი ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია. იტყობინებიან, რომ კატალონიური კლუბი მზად არის, ერთი წლის შემდეგ გაიფორმოს ფეხბურთელი, როცა მის კონტრაქტს „ბაიერნთან“ ვადა გაუვა.

ალაბას მიმართ ინტერესს ასევე „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ გამოთქვამენ.

წლევანდელ სეზონში ავსტრიელმა ფეხბურთელმა „ბაიერნში“ 38 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.