„ალ-სადმა“ ჩავის „ბარსელონაში“ გადასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„ალ-სადმა“ ჩავის „ბარსელონაში“ გადასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

ყატარულმა კლუბმა „ალ-სადმა“ გამოაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩავი სამუშაოდ „ბარსელონაში“ გადადის. მხარეებმა შეათანხმეს კომპენსაციის თანხა, რომელიც გათვალისწინებულია კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის შემთხვევაში.

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩავი რონალდ კუმანს შეცვლის, რომელიც 27 ოქტომბერს დაითხოვეს პოსტიდან.

ჩავი „ალ-სადს“ 2019 წლიდან ავარჯიშებდა. ამ დროის განმავლობაში 41 წლის სპეციალისტმა შვიდი ტიტულის მოგება მოასწრო.