დავიდ დე ხეას საუდის არაბეთის კლუბმა „ალ-ნასრიმ“ კონკრეტული წინადადებით მიმართა, – იუწყება AS-ი. ესპანელ მეკარეს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 30 ივნის ამოეწურა და ინგლისური კლუბის მენეჯერებთან ახალ შეთანხმებას ვერ მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციით, „ალ-ნასრი“ დე ხეას კვირაში 290 ათას ევროს სთავაზობს („იუნაიტედში“ ესპანელ მეკარეს კვირაში 403,65 ევროს უხდიდნენ).
თუ „ალ-ნასრისა“ და დავიდ დე ხეას შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, ესპანელი მეკარე კრიშტიანო რონალდოსთან ერთად ითამაშებს.