„ალ-ნასრი“ და „ალ-ჰილალი“ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონის შეძენას ცდილობენ #1TVSPORT
საუდის არაბეთის ჩემპიონატის წამყვანი კლუბები „ალ-ნასრი“ და „ალ-ჰილალი“ საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონის, ნაბილ ფეკირის შესაძენად იბრძვიან.
ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ორივე კლუბი ფეხბურთელის გარემოცვასთან აქტიური მოლაპრაკების პროცესშია. აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელის ახლანდელი გუნდის, „ბეტისის“ მენეჯერები უარს არ იტყვიან ფინანსურად ხელსაყრელ წინადადებაზე და დიდი ალბათობით, საუდის არაბეთის ჩემპიონატს კიდევ ერთი ტიტულოვანი მოთამაშე შეემატება.
„ტრანსფერმარკტი“ ფეკირს 12 მილიონ ევროდ აფასებს, არაბული კლუბები კი მზად არიან, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ „ბეტისს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადონ.