„ალ-იტიჰადი“ მზად არის, პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT
საუდის არაბეთის კლუბი „ალ-იტიჰადი“ 100 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდის, თუ პოლ პოგბას გუნდში გადაყვანას შეძლებს.
ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პოგბას საუდის არაბეთში სამწლიან კონტრაქტს სთავაზობენ, გათვალისწინებულია ბონუსებიც, მაგრამ თავად ფეხბურთელს „იუვენტუსში“ დარჩენა სურს. ამის მიუხედავად, პოგბა მაინც იმყოფებოდა საუდის არაბეთში და „ალ-იტიჰადის“ ბაზაც დაათვალიერა.
შეგახსნებთ, რომ ამ ზაფხულს „ალ-იტიჰადმა“ უკვე განახორციელა ორი დიდი ტრანსფერი – ქარიმ ბეზემა და ნგოლო კანტე საუდის არაბეთის კლუბის ფეხბურთელები გახდნენ.