UFC on FOX 31-ზე გამართულ ხუთ რაუნდიან დაძაბულ ორთაბრძოლაში კევინ ლის დამარცხების შემდეგ ალ იაკინტამ კონორ მაკგრეგორთან ბრძოლა ისურვა.
„თუ კონორი თვლის, რომ ის მიიღებს რემატჩს ხაბიბთან, მანამ სანამ ჩემთან გამართავს ბრძოლას, მერწმუნეთ, ეს სრული სისულელეა. მე ვარ ის ადამიანი ვისი დამარცხებაც მას მოუწევს თუ სურს ხაბიბთან რევანშის შანსი ჰქონდეს,“ – განაცხადა იაკინტამ, რომელმაც აპრილში ნურმაგომედოვთან საჩემპიონო ორთაბრძოლა დათმო.
იაკინტამ საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე ფოტო დადო, რომელზეც ის ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფონზე დგას და მარტივი წარწერა – „კონორ“ გაუკეთა.