ალ ჰორფორდი დომინიკელთა რესპუპლიკას კორონავირუსთან საბრძოლველად 500 000 დოლარით დაეხმარება
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს აქამდე არნახული ზარალი უკვე მიაყენა და ჯერ არავინ არ იცის, თუ როდის დასრულდება კრიზისი.
„ფილადელფიას“ წევრმა ალ ჰორფორდმა $500 000 დოლარს საკუთარ ქვეყანას, დომინიკელთა რესპუბლიკას, კორონავირუსთან საბრძოლველად გადაურიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს.
დომინიკელთა რესპუბლიკაში COVID 19-ით სულ 1380 ადამიანია დაავადებული. 291 ადამიანი კი ვირუსისგან გარდაიცვალა.