ალ ჰორფორდი და კაირი ირვინგი მიმდინარე ზაფხულში „ბოსტონს“ დატოვებენ
ამერიკული მედია, კერძოდ კი გაზეთ „ბოსტონ ჰერალდის“ ჟურნალისტი სტივ ბულპეტი იუწყება, რომ „ბოსტონ სელტიკსის“ დომინიკელი კალათბურთელი ალ ჰორფორდი სულ მალე ახალ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ოღონდ არა მის ამჟამინდელ გუნდთან.
ამ ინფორმაციას „ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკიც ადასტურებს. როგორც ცნობილია, „სელტიკსის“ დატოვებას აპირებს გუნდის კიდევ ერთი ლიდერი კაირი ირვინგი, რომლის სავარაუდო ახალ კლუბებად „ბრუკლინ ნეტსი“ და „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ სახელდება.
აქედან გამომდინარე, „ბოსტონში“ 2019-20 წლების სეზონის წინ დიდი ცვლილებები იგეგმება.