„ალ-ჰილალი“ ნეიმართან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს #1TVSPORT
„ალ-ჰილალი“ ნეიმართან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ჰილალი“ მოლაპარაკებებს გეგმავს ფორვარდ ნეიმართან 2025 წლის იანვარში კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის შესახებ, – იტყობინება ბრაზილიური ვებგვერდი UOL-ი.

კლუბი უკმაყოფილოა ნეიმარის ხშირი ტრავმიანობით და შეიძლება მას თანამშრომლობის ვადაზე ადრე დასრულება შესთავაზოს. ასეთ შემთხვევაში „ალ-ჰილალს“ ბრაზილიელის სანაცვლოდ ლეგიონერის შეძენა შეეძლება. იტყობინებიან, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატის ლიდერის დატოვების შემთხვევაში ნეიმარი ბრაზილიაში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა წელიწადზე მეტი გამოტოვა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო. 21 ოქტომბერს ის მოედანს დაუბრუნდა, ორ მატჩში ითამაშა და ისევ ტრავმა მიიღო. ახლა მას ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო დაახლოებით ორი კვირის გამოტოვება მოუწევს.