აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) მებრძოლი და მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი ალ აეკუინტას რუსეთის დედაქალაქში ისლამ მახაჩევთან ბრძოლა სურს.
მას შემდეგ რაც მახაჩევისა და კევინ ლის ბრძოლა ვერ შეთანხმდა, დაღესტნელმა სერა-ლონგოს გუნდის წევრთან ბრძოლა ისურვა და ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა
„ჰუკერი, ფელდერი, ლი და ჯილესპი… ალ აეკუინტა მე ვიცი, რომ შენ ნიუ იორკელი განგსტერი ხარ, გამაგებინე თუ დათანხმდები ჩემთან ბრძოლას“.
აეკუინტამ მახაჩევს მალევე უპასუხა – „ნიუ იორკელი განსგეტერი ვს დაღესტნელი განსგტერი. მე თანახმა ვარ მოსკოვში ბრძოლაზეც“.
ისლამ მახაჩევს აბსოლუტურ საბრძლო ჩემპიონატში შვიდი ბრძოლა აქვს მოგებული და მხოლოდ ერთი წაგებული.