ახლა მისი ტრანსფერი ფანტასტიკა არაა - მედია კვარაცხელიას მომავალს განიხილავს #1TVSPORT
ახლა მისი ტრანსფერი ფანტასტიკა არაა - მედია კვარაცხელიას მომავალს განიხილავს #1TVSPORT

რუსულ გამოცემა mk-ში პრემიერლიგის ზამთრის სატრანსფერო ამბების მიმოხილვა გამოქვეყნდა, სადაც გარკვევითაა მითითებული, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ინგლისში გადასვლა სულაც არაა შეუძლებელი.

„ახალი წლის წინ გამოქვეყნდა ჭორი, რომელსაც ხელს აწერდა პიროვნება, რომელიც საკუთარ თავს Football Insider-ს უწოდებს. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში იყო ლოგიკა: ხვიჩა – რუსეთის პრემიერლიგის პერსპექტიული ფეხბურთელია, „ვესტ ჰემმა“ კი ზაფხულში რუსეთის პრემიერლიგიდან ორი მოთამაშე დაიმატა. გამომდინარე აქედან, ხვიჩათი დაინტერესებულია „ვესტ ჰემი“. არანაირი დამატებითი ცნობა და მტკიცებულება არ არის. მაგრამ რამდენიმე დღის წინ შესაძლოა ზუსტად ასეთი რეაქცია გვქონდა „ლილიდან“ იუსუფ იაზიჩის ცსკა-ში გადასვლის შესახებ. ახლა კი მისი ტრანსფერი ფანტასტიკად არ გამოიყურება“, – წერს გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ არაერთი კლუბი რეალურად დაინტერესდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ არხთან საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „მილანიდან“ პაოლო მალდინი დაუკავშირდა, ხოლო „ნაპოლიდან“ – ჯენარო გატუზო.

მერე იტალიურმა გამოცემა „კალჩო მერკატომ“ დაწერა, რომ „მილანმა“ მოლაპარაკება ყაზანელების მოთხოვნილმა გადამეტებულმა სატრანსფერო ფასმა ჩაშალა. რუსეთის პრემიერლიგის მოთამაშეებისადმი ევროპული ტოპ-ლიგების ინტერესის შემცირების კვალობაზე, „მილანისთვის“ რუსული ლიგის კლუბისთვის 20 მილიონი ევროს გადახდა მიუღებელი იყო.