ოლ ბლექსი ტონგას 2019 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, 7 სექტემბერს დაუირისპირდება. მატჩი ახალ ზელანდიაში, კერძოდ კი ჰამილტონში ჩატარდება. შეხვედრის შემდეგ კი ორივე გუნდი იაპონიაში გაემგზავრება.
იაპონიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტონგა C ჯგუფში ინგლისის, საფრანგეთის, არგენტინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ერთად ითამაშებს. ახალი ზელანდია კი B ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან, ნამიბიასთან და კანადასთან ერთად იასპარეზებს.
A ჯგუფი – ირლანდია, შტლანდია, იაპონია, რუსეთი, სამოა.
D ჯგუფი – ავსტრალია, უელსი, საქართველო, ფიჯი, ურუგვაი.
მსოფლიოს თასის გათამაშება იაპონიაში 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება.