ახალი ვარიანტი საბა ლობჟანიძისთვის - ქართველის გადაბირება თურქებმაც მოინდომეს
ახალი ვარიანტი საბა ლობჟანიძისთვის - ქართველის გადაბირება თურქებმაც მოინდომეს
საბა ლობჟანიძის გადაბირება თურქულ კლუბსაც სურს – ინფორმაციას დანიური გამოცემა „ტიპსბლადეტ“ ავრცელებს და დაინტერესებული გუნდის სახელსაც აკონკრეტებს.
 
„კვირას რანდერსში თურქული კლუბის, „რიზესპორის“ წარმომადგენლები საბა ლობჟანიძეზე დასაკვირვებლად იმყოფებოდნენ. კვირა დღეს ჩატარებული საშინაო მატჩში „რანდერსმა“ საკუთარ სტადიონზე „ესბიერგი“ მიიღო. ამ დღეს „ევროსპორტის“ ჟურნალისტს „რიზესპორის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დანიას საბა ლობჟანიძისადმი ინტერესის გამო ესტუმრნენ. თურქებმა იხილეს, საბა ლობჟანიძემ პენალტი რომ გაიტანა, მისმა გუნდმა კი 3:0 გაიმარჯვა“ – წერს „ტიპსბლადეტი“.
აქამდე ცნობილი იყო, რომ საბა ლობჟანიძესთან კონტრაქტის გაფორმება დანიურ „ბრონდბიუს“ სურდა. მაგრამ „რანდერსის“ ქართველ ლიდერს გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უსრულდება და თუ მანამდე მისი ტრანსფერი არ განხორციელდა, „რანდერსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და გუნდი ფინანსურად ვერ იხეირებს.