ახალი ტრანსფერები - „საბურთალომ“ ჰოლანდიელები დაიმატა, ორსაც მალე წარადგენენ
ახალი ტრანსფერები - „საბურთალომ“ ჰოლანდიელები დაიმატა, ორსაც მალე წარადგენენ
30 იანვარს „საბურთალოს“ ხელმძღვანელობა საზოგადოებას კლუბის ახალ ლეგიონერებს წარუდგენს. გუნდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია ისაუბრებენ როგორც უკვე განხორციელებულ, ასევე სამომავლო ტრანსფერებსა და გეგმებზე.
 
საქართველოს თასის მფლობელმა 25 წლის ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი ჯულიუს ბლეიკი დაიმატა, რომელიც ბოლოს ჰოლანდიის პირველი დივიზიონის „იგლზში“ თამაშობდა. გუნდის ახლაწვეულია 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი, ასევე ჯოლანდიელი ჟეროენ ლუმუ, რომლის ბოლო კლუბიც პორტუგალიური „აროუკა“ გახლდათ.
კლუბი კიდევ ორ ტრანსფერს ამზადებს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, ერთ-ერთი პოტენციური ახალწვეული ჟურიჰ კაროლინაა, ჰოლანდიის 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებში ნათამაშები 21 წლის მარცხენა ფლანგის შემტევი.
კაროლინამ პროფესიული კარიერა „ეინდჰოვენში“ დაიწყო. მისი ტრანსფერი „ბრედას“ ეკუთვნის, ამჟამად კი იჯარით , რომელიც ამჯამად „დენ ბოსჰის“ ღირსებას იცავს. 21 წლის ფეხბურთელს 2018 წლიდან კიურასაოს ეროვნულ ნაკრებში იწვევენ (7 მატჩი).
დატოვე კომენტარი