ახალი შეთავაზება მაკგრეგორს - მოდი, ვიბრძოლოთ ენფილდზე
ახალი შეთავაზება მაკგრეგორს - მოდი, ვიბრძოლოთ ენფილდზე

კონორ მაკგრეგორი კიდევ ერთმა სპორტსმენმა, ამჯერად MMA-ს ბრიტანელმა მებრძოლმა, დარენ ტილმა გამოიწვია.

ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე 25 წლის ტილმა საფეხბურთო კლუბის „ლივერპულის“ საშინაო არენის „ენფილდის“ ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: კონორ მაკგრეგორ, სანამ სპორტიდან წახვალ, გავმართოთ ორთაბრძოლა „ენფილდზე“.

View this post on Instagram

@thenotoriousmma before your last retirement fight in 🇮🇪 #Anfield The true 🦍

A post shared by Till (@darrentill2) on


ბრიტანელი მებრძოლის ანგარიშზე ამ ეტაპზე 17 მოგებული და ერთი წაგებული შეხვედრაა. ერთი ორთაბრძლა მას ფრედ აქვს დასრულებული. რაც შეეხება მაკგრეგორს, 25 ბრძოლიდან ირლანდიელმა 21 მოიგო, ოთხი კი დათმო. ბოლოს ის ხაბიბ ნურმაგომედოვს UFC-ს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდა და დამარცხდა. ამის შემდეგ 30 წლის სპორტსმენმა არაერთი გამოწვევა მიიღო. მისი მწვრთნელის განცხადებით, მოცემულ ვარიანტებს ისინი განიხილავენ, ოქტაგონზე დაბრუნებას კი მაკგრეგორი მარტში გეგმავს.