ეროვნული ჩემპიონატის 2018 წლის გათამაშების დაწყების თარიღები ცნობილი გახდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 2018 წლის 2 მარტს დაიწყება. ერთი დღით ადრე, 1-ელ მარტს თამაშები ეროვნული ლიგა 2-ში გაიმართება, ხოლო ლიგა 3-ში – 5 მარტს.
რაც შეეხება ასაკობრივ ლიგებს, სამივე ასაკობრივი ჩემპიონატის პირველი ტური 25 თებერვალს გაიმართება.
ტრადიციულად, სეზონს საქართველოს სუპერთასი გახსნის – ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ და თასის მფლობელი საჩხერის „ჩიხურა“ მორიგი ტიტულისთვის ერთმანეთს 24 თებერვალს შეხვდებიან. მატჩის გამართვის ადგილი ჯერ გადაწყვეტილი არაა.