ახალი რეკორდი - სებასტიან აბრეუმ კარიერაში 28-ე კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ურუგვაელმა ვეტერანმა ფორვარდმა სებასტიან აბრეუმ კონტრაქტი გააფორმა ახალ გუნდთან და განაახლა საკუთარი რეკორდი კარიერაში კლუბების რაოდენობით.
42 წლის თავდამსხმელი ბრაზილიის „რიო ბრანკოს“ მოთამაშე გახდა და ეს მისი 28-ე კლუბია კარიერაში. პროფესიულ დონეზე აბრეუს უთამაშია მექსიკაში, ბრაზილიაში, ურუგვაიში, არგენტინაში, ჩილეში, ესპანეთში, ისრაელში, საბერძნეთში, ეკვადორში, პარაგვაისა და სალვადორში.