ახალი ნომინაცია - რვა ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ჯიღაურია #1TVSPORT
ახალი ნომინაცია - რვა ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ჯიღაურია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მერვე ტური დასრულდა. ბომბარდირებსა და საგოლე გადაცემებში ლიდერები გამოიკვეთნენ.

საქართველოს პირველმა არხმა 2021 წლის სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეების გამოვლენა გერმანული სქემით, გოლი+პასის სისტემით გადაწყვიტა – გთავაზობთ ამ ეტაპზე არსებულ შედეგებს, რაც ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებს ეყრდნობა.

ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავაში „საბურთალოს“ ნახევარმცველი იური ტაბატაძე და „დინამო თბილისის“ თავდამსხმელი გიორგი გაბედავა 4-4 გოლით დაწინაურდნენ, ხოლო საგოლე გადაცემებში ერთდროულად სამი ლიდერია.

ბომბარდირები

1. იური ტაბატაძე, საბურთალო – 4 გოლი

2. გიორგი გაბედავა, დინამო თბ – 4

3. ზორან მარუშიჩი, დინამო თბ – 3

4. თორნიკე კირკიტაძე, ლოკომოტივი – 3

საგოლე პასი

1. ჯაბა ჯიღაური, დინამო ბთ – 3

2. ირაკლი რუხაძე, სამტრედია – 3

3. აკაკი შულაია, საბურთალო – 3

სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშის ნომინაციაში ჯერჯერობით ჯაბა ჯიღაური ლიდერობს. ბათუმის „დინამოს“ შემტევმა ნახევარმცველმა ხუთი ქულა დააგროვა – მან ორ გოლს სამი საგოლე პასი დაუმატა.

ყველაზე სასარგებლო მოთამაშეები (გოლი+პასი)

1. ჯაბა ჯიღაური, დინამო ბთ 5 (2 გოლი +3 პასი)

2. გიორგი ფანცულაია, დინამო ბთ 4 (2 გოლი +2 პასი)

3. ირაკლი სიხარულიძე, ლოკომოტივი 4 (2 გოლი +2 პასი)

4. ზორან მარუშიჩი, დინამო თბ 4 (3 გოლი +1 პასი)

5. თორნიკე კირკიტაძე, ლოკომოტივი 4 (3 გოლი +1 პასი)

6. იური ტაბატაძე, საბურთალო 4 (4 გოლი)

7. გიორგი გაბედავა, დინამო თბ 4 (4 გოლი)

დატოვე კომენტარი