ახალი მწვრთნელი წყალტუბოს „სამგურალში“ - გუნდს ოლექსანდრ პოკლონსკი გაწვრთნის #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარ მწვრთნელად 48 წლის უკრაინელი სპეციალისტი, ოლექსანდრ პოკლონსკი დაინიშნა – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
ოლექსანდრ პოკლონსკი ფეხბურთელობის დროს მცველი იყო, მას უკრაინის ნაკრებშიც უთამაშია. სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს, „დნიპრო 2“-ში დაიწყო. 2017-2019 წლებში „დნიპროს“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და მთავარი გუნდის მენეჯერი იყო. 2019 წელს უკვე „დნიპრო 1“ -ის დუბლშემადგენლობას წვრთნიდა, 2020-2021 წლებში – „ნიკოპოლს“, ხოლო ბოლოს – უკრაინულ „ვპკ-აგროს“.
„სამგურალში“ ოლექსანდრ პოკლონსკის ასისტენტად ვასილ გიგიაძე იმუშავებს, რომელთან ერთადაც ფეხბურთელობის დროს სიმფეროპოლის „ტავრიასა“ და კრივოი როგის „კრივბასში“ თამაშობდა.
ვასილ გიგიაძის სამწვრთნელო გამოცდილებას რაც შეეხება, ის წლების განმავლობაში თამაშობდა უკრაინაში. კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო ლიცენზია მიიღო და ქუთაისის „ტორპედოში“ ჯერ – კახა ჩხეტიანის, შემდეგ კი მიხეილ აშვეთიას ასისტენტად მუშაობდა.