ახალი მწვრთნელი და ახალი გუნდი - შაშიაშვილის ხელმძღვანელობით „სამტრედიამ“ პირველად ითამაშა  #1TVSPORT
ახალი მწვრთნელი და ახალი გუნდი - შაშიაშვილის ხელმძღვანელობით „სამტრედიამ“ პირველად ითამაშა  #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებულმა „სამტრედიამ“ სეზონისთვის მზადება მოგვიანებით დაიწყო და დღეს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელის ჰყავს – სამტრედიული კლუბიდან წასული გია ცეცაძე გიორგი შაშიაშვილმა შეცვალა, რომელიც გასულ სეზონში ქობულეთის „შუქურას” ავარჯშებდა.

„სამტრედიამ“ ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დღეს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. გუნდი „თბილისი სიტის“ დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა.

მეტოქის კარგი გიგი იოსელიანმა და ზურაბ ღირდალაძემ აიღეს – ისინი გასულ სეზონშიც „სამტრედიაში“ თამაშობდნენ და იშვიათი გამონაკლისები არიან, გუნდში რომ დარჩნენ.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, „სამტრედიაში“ ფეხბურთელთა შერჩევა მიმდინარეობს და ტრანსფერებთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაჯაროებას უახლოეს დღეებში გეგმავენ.