ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირშიც ესწრება

11:57, 11.12.2020

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დასასწრებად საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰურებტ ქნირში მივიდა.

ასევე, პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენელები დაესწრებიან.

დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება. სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.

მსგავსი