ახალი კონტრაქტით ლიონელ მესის 53 მილიონი დააკლდება #1TVSPORT
ახალი კონტრაქტით ლიონელ მესის 53 მილიონი დააკლდება #1TVSPORT

„ბარსელონას“ კაპიტნის ლიონელ მესის ხელფასი კატალონურ გუნდში ახალი კონტრაქტის მიხედვით წელიწადში 60 მილიონ ევროს გაუტოლდება. ამის შესახებ დაწერა პორტალმა sport.es-მა.

გადასახადების გამოკლების შემდეგ, არგენტინელი წელიწადში 35 მილიონ ევროს მიღებს. ეს 53 მილიონით ნაკლებია, ვიდრე მიმდინარე ხელშეკრულების მიხედვით.

აღნიშნავენ, მესის კონტრაქტი გაგრძელდება 2023 წლის ზაფხულამდე, რის შემდეგაც, არგენტინელი „ინტერ მაიამიში“ გადავა. იქ ფორვარდი ორ წელიწადს დაჰყოფს და 120 მილიონს მიიღებს.

გასულ სეზონში მესიმ კლუბში 47 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.