ახალი კონტრაქტი - მანჩინი იტალიის ნაკრებს 2026 წლამდე გაწვრთნის #1TVSPORT
იტალიის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელთან ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტი გაახანგრძლივა. რობერტო მანჩინი ახალი ხელშეკრულების თანახმად ნაკრებს 2026 წლამდე უხელმძღვანელებს, – იუწყება Football Italia.
რობერტო მანჩინი „სკუადრა აძურას“ ევროპის წლევანდელ და მომდევნო ჩემპიონატზე, აგრეთვე ორ მსოფლიო ჩემპიონატზე (2022 და 2026 წლებში) გაიყვანს მინდორზე.
56 წლის იტალიელი სპეციალისტი საკუთარი ქვეყნის ნაკრებს 2018 წლიდან უდგას სათავეში. ამ პერიოდის განმავლობაში მანჩინის კარგი სტატისტიკა დაუგროვდა – 30 მატჩი, 21 მოგება, შვიდი ფრე და მხოლოდ ორი მარცხი.