ახალი კონტრაქტი „ჰატაისპორთან“ - ლობჟანიძემ „ანკარაგუჯუს“ შემცვლელი სწრაფად მოუძებნა #1TVSPORT
ახალი კონტრაქტი „ჰატაისპორთან“ - ლობჟანიძემ „ანკარაგუჯუს“ შემცვლელი სწრაფად მოუძებნა #1TVSPORT

თურქეთის სუპერლიგის გუნდმა „ატაკაშ ჰატაისპორმა“ გაძლიერება დაიწყო და გუნდის პირველი შენაძენი საბა ლობჟანიძეა, – ინფორმაციას გამოცემა ajansspor ავრცელებს.

„სუპერ ლიგის გუნდმა „ატაკაშ ჰატაისპორმა“ შემდეგი სეზონის დაგეგმვა დაიწყო. მწვრთნელის ომერ ერდოღანის ცნობის თანახმად, „ჰატაისპორმა“ ტრანსფერების განხორციელება მარჯვენა ფლანგის გაძლიერებით დაიწყო. გუნდმა ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, საბა ლობჟანიძეს, რომელსაც „ანკარაგუჯუსთან“ კონტრაქტის ვადა დაუსრულა“, – წერს გამოცემა.

ajansspor-ის მტკიცებით, „ჰატაისპორმა“ გარიგება ოფიციალურად გააფორმა – გუნდის წარმომადგენლები ლობჟანიძესთან ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ. დასრულებულ სეზონში 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 38 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძის „ანკარაგუჯუ“ დასრულებულ სეზონში თურქეთის სუპერლიგიდან გავარდა, ხოლო „ატაკაშ ჰატაისპორმა“ მე-6 ადგილზე დაასრულა.