ახალი ფორმა გასვლითი მატჩებისთვის - „ბარსელონას“ 44 წელია, თეთრი მაისურით არ უთამაშია #1TVSPORT
კატალონიურმა გრანდმა 2023/2024 წლების სეზონზე სტუმრად ჩასატარებელი მატჩებისთვის ახალი ფორმა წარადგინა.
„ბარსელონას“ ფეხბურთელების საგარეო მაისური თეთრი ფერისაა, რაც, ბოლო ათლეულების გათვალისწინებით, კატალონიური კლუბისთვის უჩვეულოა.
„მარკას“ ინფორმაციით, „ბარსელონას“ მაისურების ახალი დიზაინი ძალიან ჰგავს 1970-იანი წლების საგარეო ფორმას. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, კატალონიელები მოედანზე თეთრი მაისურებით 44 წელია არ გასულან.