ახალგაზრდულმა ნაკრებმა ყაზახეთთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ახალგაზრდულმა ნაკრებმა ყაზახეთთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახ თანატოლებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და მატჩი ფრედ დაასრულა – 0:0.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში ჩვენი გუნდი პირველივე წუთებიდან უპირატესობას ფლობდა და საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ გატანას ვერ ახერხებდა.

მეორე ტაიმშიც იგივე მოხდა – საქართველოს ნაკრები მთელი გუნდით უტევდა, ყაზახები მთელი ძალით თავს იცავდნენ. გატანის რეალური შანსი ჰქონდათ ჯადული იობაშვილს, ნიკოლოზ უგრეხელიძეს და გიორგი ხარებავას, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლეს.

რამაზ სვანაძის გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოლდოვასა და ნიდერლანდებთან უმნიშვნელოვანესი მატჩები შემოდგომაზე ელის. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში 13 ქულით მეორე პოზიციაზეა და მესამეადგილოსან შვედეთს 3 ქულით ასწრებს.