სეინაიოკის „ომასპ სტადიონზე“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
ევროშესარჩევ ჯგუფში, ორივე გუნდს 9 ქულა დაუგროვდა და ამ შეხვედრის სატურნირო თვალსაზრისით მხოლოდ ეს მნიშვნელობა გააჩნია – რომელი ნაკრები მოხვდებოდა წინ. ჯგუფიდან გასვლის შანსი კი ორივე ნაკრებმა დაკარგა.
მე-19 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს – საქართელოს კარი ლასი ლაპალაინენმა აიღო 1:0. ფინელების უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ. 61-ე წუთზე საკუ ილატუპამ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ ლუკა გუგეშაშვილმა მისი დარტყმა მოიგერია – ამან პატარა ჯვაროსნებში ფსიქოლოგიური დარდატეხა მოახდინა და მალე ანგარიში გაათანაბრეს. 75-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება უკვე საქართველომ მოიპოვა, შანსი კი გოლად ბექა მიქელთაძემ აქცია 1:2.
87-ე წუთზე კი მოედანზე ერთი წუთის შესულმა ირაკლი ბუღრიძემ მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და საქართველოს გამარჯვების გოლი მოუტანა.
ამ გამარჯვებით გია ცეცაძის გუნდმა 12 ქულა დააგროვა, მეტოქეს 3 ქულით გაასწრო და მესამე ადგილზე დაწინაურდა. ჯგუფურ ეტაპს გუნდი 16 ოქტომბერს პოლონეთთან გასვლითი მატჩით დაასრულებს.