ახალგაზრდული შემაჯამებელი ტურნირი 18 წლის იტალიელმა მოიგო
ახალგაზრდული შემაჯამებელი ტურნირი 18 წლის იტალიელმა მოიგო

მილანში დასრულდა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ახალგაზრდული შემაჯამებელი ჩემპიონატი. ტურნირის ტრიუმფატორი გახდა 18 წლის იტალიელი იანიკ სიმერი, რომელმაც ფინალში საათსა და ოთხი წუთში მოუგო 20 წლის ავსტრალიელ ალექს დე მინაურს – 4:2: 4:1: 4:2. ამ უკანასკნელმა ზედიზედ მეორედ წააგო თინეიჯერთა შემაჯამებელი ტურნირის ფინალში. შარშან ის დამარცხდა ბერძენ სტეფანოს ციციპასთან.

სინერმა ფინალში რვიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, დე მინაულმა – ცხრიდან არც ერთი.

იტალიელი ჩოგბურთელისთვის ეს იყო პირველი პირველი ტიტული კარიერაში. მან 327 ათასი დოლარი გამოიმუშავა. ეს უფრო მეტია, ვიდრე აქამდე კარიერაში მიღებული ჰონორარი (274 ათასი).

დე მინაური პირველ ნომრად იყო განთესილი ტურნირზე, სინერი – ბოლო ნომრად. ავსტრალიელი მე-18 ადგილზეა ATP-ის რეიტინგში, იტალიელი – 95-ე ადგილზეა. სხვათა შორის, ის კლასიფიკაციის TOP100-ში ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია.