ახალგაზრდული ნაკრები ქუთაისშია - სვანაძე გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის ამზადებს #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.
რამაზ სვანაძის გუნდი უკვე სამშობლოშია და ქუთაისში მატჩისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურის წინ, შვედეთი 17 ქულით მეორე ადგილზეა, საქართველო კი 16 ქულით მესამე პოზიციაზე. შვედეთი ბოლო ტურის მატჩს 14 ოქტომბერს, ჯგუფის ლიდერი ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას 15 ოქტომბერს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე შეხვდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი).