ახალგაზრდული ნაკრები კლაიპედაში ვარჯიშობს
ახალგაზრდული ნაკრები კლაიპედაში ვარჯიშობს
გია ცეცაძის გუნდი ევროშესარჩევი მატჩისთვის ემზადება – საქართველოს ახალგაზრდლი საფეხბურთო ნაკრები ლიეტუვას 7 სექტემბერს შეხვდება.

ახალგაზრდული ნაკრები ამჟამად ქალაქ კლაიპედაში ვარჯიშობს. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, გუნდს ლეგიონერებიც შეუერთდნენ და ახლა მხოლოდ გიორგი ქანთარიას ელიან, რომელიც ვარჯიშზე დღეს საღამოს უნდა ჩავიდეს.

ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), გიორგი ჩოჩიშვილი (სიონი), ოთო გოშაძე (დინამო ბთ);

მცველები: გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა ნოზაძე (სიონი), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), დავით კობოური (დინამო თბ), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი), გიორგი თევზაძე (ჟილინა, სლოვაკეთი);

ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიეტუვა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი);

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი).

ლიეტუვის შემდეგ გუნდი მალტაში გაემგზავრება, სადაც ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგურად 11 სექტემბერს შეხვდება.