ახალგაზრდული ნაკრები ესტონეთს უმასპინძლებს - აზაროვი 21-წლამდელელებში გამოიძახეს #1TVSPORT
ახალგაზრდული ნაკრები ესტონეთს უმასპინძლებს - აზაროვი 21-წლამდელელებში გამოიძახეს #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – რამაზ სვანაძის გაწვრთნილები 29 მარტს, 18:00 საათზე, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

21-წლამდე ნაკრებმა, შარშანდელი ამხანაგური მატჩების სერია და კალენდარული სეზონი წაუგებლად დაასრულა – გორში, ბელარუსთან მოიგო, რუმინელებთან გასვლაზე ფრედ დაასრულა, 16 ნოემბერს კი ინგლისი 3:2 დაამარცხა.

ესტონელებთან მატჩისთვის მოსამზადებელ შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის 4 მოთამაშე ახალგაზრდული ნაკრების დებიუტანტია.

21-წლამდე გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებას პირველად გაივლიან ქუთაისის „ტორპედოს“ მცველი მათე აბულაძე, „დინამო თბილისის“ საყრდენი ნოდარ ლომინაძე, ბოლნისის „სიონის“ შემტევი ნახევარმცველი ლუკა ხორხელი და „დინამო თბილისის“ მცველი გიორგი მაისურაძე.

გუნდს ვერ დაეხმარებიან ლუკა გაგნიძე და საბა ხვადაგიანი, რომლებიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ელიტ-რაუნდის მატჩებს 23-29 მარტს გამართავენ.

U21 შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა გორი)

მცველები: გიორგი მაისურაძე, სანდრო კალანდაძე, ლევან ხარაბაძე (სამივე- დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი B, ესპანეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი)

ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი, ნოდარ ლომინაძე (ორივე – დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), ოთარ ფარულავა (გაგრა)

თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე, შოთა შეყილაძე (ორივე – ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი, კვიპროსი)