საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც მარტში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებისთვის მოემზადებიან.
ახალგაზრდა ”ჯვაროსნები” ორ მატჩს ჩაატარებენ – 23 მარტს გია ცეცაძის გუნდი ფარერებს უმასპინძლებს, ხოლო 27 მარტს – დანიას. ორივე შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ამ მატჩებისთვის გუნდი მზადებას 19 მარტიდან დაიწყებს.
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);
მცველები: გაგი მარგველაშვილი, ცოტნე ნადარაია (საბურთალო), დავით კობოური (დინამო თბ), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), გურამ გიორბელიძე (სიონი), თამაზ ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა);
ნახევარმცველები: აკაკი შულაია, ოთარ კიტეიშვილი (ორივე – დინამო თბ), ლადო მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა);
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), ბექა მიქელთაძე (რუსთავი).