ახალგაზრდა ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს
თბილისში მიმდინარე ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე საქართველოს 17-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა დღეს პირველი მატჩი გამართა და რუმინეთის ნაკრები დაამარცხა.
თავდაპირველად, რუმინელები სამი ბურთით დაწინაურდნენ, თუმცა ამის შემდეგ ქართველებმა მეტოქეს შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს და მატჩის ბოლომდე ანგარიშში უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ.
თამაშის დასასრული საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა. როდესაც ფინალურ სასტევნამდე 21 წამი იყო დარჩენილი, ადრე ანგარიში 11-10 იყო ქართველთა სასარგებლოდ და ბური რუმინელებს ჰქონდათ.
თუმცა, სტუმრებმა შეტევაში შეცდომა დაუშვეს და ქართველებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს.
საბოლოოდ 12-10 საქართველოს სასარგებლოდ.