7-14 დეკემბერს ისრაეილის ქალაქი ეილატი ჭაბუკ ძალოსანთა შორის (15-17 წლამდე) ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები 13 კაციანი შემადგენლობით მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით იასპარეზებს, გოგონათა შორის კი მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა 1 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
ნაკრებმა ევროპირველობისთვის 2 თვიანი შეკრება საჩხერესა და დუშეთის ბაზაზე გაიარა. ნაკრების თავკაცის ზურაბ ანთაურის განცხადებით შეკრებამ კარგად ჩაიარა და ყველა ძალოსანი სრულ მზადყოფნაშია, თუმცა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ გიორბელიძემ რამდენიმე დღის წინ მუხლის ტრავმა მიიღო და შეჯიბრზე მისი მონაწილეობა ისრაელში გადაწყდება.
გაგაცნობთ ნაკრფების შემაგდენლობას:
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური. მწვრთნელები ბეჟან ჭიჭინაძე და ილია თვალოძე.
15 წლამდე ნაკრები:
67 კგ. ნიკა ესართია
73 კგ. თორნიკე ლომთაძე
89 კგ. გურამ ვეკუა
17 წლამდე
55 კგ. ბაჩუკი შამილიშვილი
61 კგ. გიორგი ხარაზიშვილი
81 კგ.მანუჩარ გოგოხია
81 კგ. საბა ასანიზე
- ლუკა ქაშიბაძე
- ლაშა თაქთაქიშვილი
102 კგ. საბა ანთაური
102 კგ. ვანო ქაზუმაშვილი
+ 102 მიხეილ ადამია
გოგონათა მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა
15 წლამდე – ნათია გადელია (76 კგ)
ნაკრების ექიმ-რეაბილოტოლოგი გიორგი ჭინჭარაული.