ახალგაზრდა მწვრთნელებს შორის ჩავი პირველ ადგილზეა, არტეტა - მეორეზე, კრესპო - მესამეზე #1TVSPORT
იმ მწვრთნელებს შორის, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დაასრულეს ფეხბურთის თამაში, ყველაზე წარმატებულად ჩავი აღიარეს. 12 სპეციალისტისგან შემდგარი რეიტინგი ინგლისურმა გაზეთმა, Daily Mail-მა შეადგინა.
სია ასე გამოიყურება:
- ჩავი – ალ-სადი (2019-21), ბარსელონა (2021-?)
- მიკელ არტეტა – არსენალი (2019-?)
- ერნან კრესპო – მოდენა (2015-16), ბანფილდი (2019-20), დეფენსა ი ხუსტისია (2020-21), სან პაულუ (2022), ალ-დუჰაილი (2022-?)
- ანდრეა პირლო – იუვენტუსი (2020-21), ქარაგიუმრუქი (2022-?)
- ვენსან კომპანი – ანდერლეხტი (2019, 2020-22), ბარნლი (2022-?)
- სტივენ ჯერარდი – რეინჯერსი (2018-21), ასტონ ვილა (2021-22)
- მაიკლ კერიკი – მიდლსბრო (2022-?)
- ჩაბი ალონსო – სოსიედადი B (2019-22), ლევერკუზენი (2022-?)
- ფრენკ ლემპარდი – ჩელსი (2019-21, 2023-?), დერბი (2018-19), ევერტონი (2022-23)
- სკოტ ბრაუნი – ფლიტვუდი (2022-?)
- უეინ რუნი – დერბი (2020-22), დი სი იუნაიტედი (2022-?)
- სკოტ პარკერი – ფულჰემი (2019-21), ბორნმუთი (2021-22), ბრიუგე (2022-23)