საქართველოს 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკელ თანატოლებთან მატჩი 28:21 დათმო. ილია მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა u19 საერთაშორისო სერიების პირველი შეხვედრა შევარდენის ბაზაზე გამართა.
მატშის პირველი ნახევარი ახალგაზრდა ბოჯრალოსნებმა 18:14 მოიგეს. საწყის 40 წუთში სახალგაზრდა ბორღალოსნებმა ორი ულამაზესი ლელო დადეს. თავი საბა კურატაშვილმა და გიორგი მარგალიტაძემ გამოიჩინეს. ასევე ორი ჯარიმა და ერთი გარდასახვა ქართველმა მორაგბეებმა ზუსტად შეასრულეს. ჩვენმა მეტოქემ კი პირველ ტაიმში ორი გარდასახული ლელო მიითვალა.
შეხვედრის მეორე ტაიმში სტუმრებმა პირველ ნახევარში ნაჩვენები შედეგი გაიმეორეს. ორი ლელო დაამიწეს და ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს. ბორჯღალოსნებმა კი საკუთარ მონაგარს ერთი ჯარიმა შემატეს. საბოლოოდ ანგარიში სამხრეთ აფრიკის სასარგებლოდ 28:21 დასრულდა.
U19 საერთაშორისო სერიების მეორე შეხვედრა საქართველოსა u19 და სამხრეთ აფრიკის u19 ნაკრებებს შორის 5 დეკემბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 11:00 საათზე გაიმართება.