ველოსპორტში სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი კელი კეტლინი (ფოტოზე მარჯვნივ) 23 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების ველოსპორტის ფედერაცია (USA Cycling) ადასტურებს.
გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
2016-2018 წლებში კეტლინმა სამჯერ ზედიზედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი ჯგუფურ გამოდევნებაში და იმავე დისციპლინაში რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.