ახალგაზრდული ნაკრები ბათუმსა და ქუთაისში ითამაშებს #1TVSPORT
ახალგაზრდული ნაკრები ბათუმსა და ქუთაისში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში უმნიშვნელოვანეს საშინაო მატჩებს შემოდგომაზე ბათუმისა და ქუთაისის სტადიონებზე გამართავს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

რამაზ სვანაძის გუნდი შესარჩევი ციკლის შემდეგ მატჩს 5 სექტემბერს შინ მოლდოვის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მეტოქეს „ბათუმი არენაზე“ მიიღებს, ხოლო 15 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიას ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ უმასპინძლებს.

U21. ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპი

5 სექტემბერი. „ბათუმი არენა“

საქართველო-მოლდოვა

15 ოქტომბერი. ქუთაისი, „შენგელია არენა“

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია

ჩვენს გუნდს ჩატარებული ექვსი ტურის შემდეგ ჯგუფში 14 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციაზე 21 ქულით ნიდერლანდებია, ხოლო შვედეთი 10 ქულით – მესამეზე.