ახალაიას არჩევანი - „ინტერის“ 18 წლის ქართველი თავდამსხმელი მოლდოვის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
ახალაიას არჩევანი - „ინტერის“ 18 წლის ქართველი თავდამსხმელი მოლდოვის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT

მოლდოვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თურქეთთან და აზერბაიჯანთან მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა გამოცხადდა, სიაში კი წარმოშობით ქართველი ლადო ახალაიაც არის.

მილანის „ინტერის“ ასაკობრივი გუნდის თავდამსხმელმა, უმცროსმა ლადო ახალაიამ არჩევანი გააკეთა და მოლდოველთა დამრიგებელის, რობერტო ბორდინის მიწვევას დათანხმდა. ლადო ახალაია მოლდოვის ნაკრებში პირველად მიიწვიეს, რომელიც 3 ივნისს თურქეთის ნაკრებს სტუმრად ეთამაშება, ხოლო 6-ში აზერბაიჯანს კიშინიოვში უმასპინძლებს.

18 წლის თავდამსხმელი თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელის, უფროსი ლადო ახალაიას ვაჟია, რომელსაც საქართველოს ნაკრებსა და „ციურიხში“ უთამაშია. მისი მეუღლეა ალექსანდრე სპირიდონის შვილი, ცნობილი მოლდოველი ფეხბურთელის, რომელიც ამჟამად მწვრთნელია და მოლდოვის ნაკრებსა და დონეცკის „შახტარში“ უმუშავია.

ლადომ ახალაია უმცროსმა „ინტერთან“ 2020 წლის დეკემბერში 4-წლიანი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. 189 სმ სიმაღლის თავდამსხმელი „ინტერში“ 2019 წელს მიიწვიეს და ამჟამად იტალიური გრანდის 19-წლამდელთა გუნდში ირიცხება.