ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მყოფი ბანგლადეშის მოკრიკეტეთა ნაკრები მეჩეთზე თავდასხმას სასწაულებრივად გადაურჩა.
გუნდი სამლოცველოსკენ პარკის ბილიკით სწორედ მაშინ მიემართებოდა, როცა თავდამსხმელმა სროლა ატეხა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხალედ მაშუდმა მოგვიანებით ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 3-4 წუთით ადრე მისვლის შემთხვევაში, მისი გუნდის წევრებიც, შესაძლოა, დაშავებულთა ან გარდაცვლილთა შორის აღმოჩენილიყვნენ. სპორტსმენემა ავტობუსში ასვლა და სასტუმროში უსაფრთხოდ დაბრუნება მოახერხეს. ბანგლადეშელი მოკრიკეტეები ახალ ზელანდიაში ადგილობრივ ნაკრებთან ტესტ მატჩის გასამართად იყო ჩასული. შეხვედრა გადაიდო.
ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 49 ადამიანი.