აშშ-ის ღია პირველობის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში მთავარი ცვლილება ის არის, რომ ჩემპიონი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტოპ-სამეულში დაბრუნდა – მან მეექვსედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
ყველაზე დიდი ვარდნა სამხრეთაფრიკელმა კევინ ანდერსონმა განიცადა, რომელმაც შარშანდელი ფინალის ქულები ვერ დაიცვა და მეცხრე ადგილამდე დაქვეითდა.
2000 ქულა ჩამოაკლდა რაფა ნადალს, მაგრამ ესპანელმა პირველი ადგილი შეიარჩუნა.
ATP. TOP-10
1(1). ნადალი (ესპანეთი) – 8 760 ქულა
2(2). ფედერერი (შვეიცარია) – 6 900
3(6). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 6 445
4(3). დელ პოტრო (არგენტინა) – 5 980
5(4). ა. ზვერევი (გერმანია) – 4 890
6(7). ჩილიჩი (ხორვატია) – 4 715
7(8). დიმიტროვი (ბულგარეთი) – 3 755
8(9). ტიმი (ავსტრია) – 3 665
9(5). ანდერსონი (ს. აფრიკა) – 3 595
10(11). ისნერი (აშშ) – 3 470